კუბილიუსი თუ კუბილიუსის მსგავსი ადამიანი მხარს დაუჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“ ან ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან წარმოდგენილნი, ამით გამარჯვებას მიაღწევენ?! ქართველი ხალხის მხარდაჭერაა პირველი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს „ქართული ოცნება“ იმიტომ არის ასე ძლიერად წარმოდგენილი, რომ ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა მხარს უჭერს იმ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაშია. „ნაციონალურ მოძრაობას“ გააზრებული არ აქვს ის, რომ როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ რა გაუკეთეს ამ ქვეყანას და აქ მცხოვრებ ადამიანებს. ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ რა ხდება ქართულ პოლიტიკაში და დამოკიდებულები არიან ჩვენს ე.წ. მეგობრებზე, უცხოელ პარტნიორებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.