პაატა მანჯგალაძე: დარწმუნებული ვარ ჩემს თავში - სხდომათა დარბაზშიც რომ ვიყო, არ დავუჭერ მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს

პაატა მანჯგალაძე: დარწმუნებული ვარ ჩემს თავში - სხდომათა დარბაზშიც რომ ვიყო, არ დავუჭერ მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს

მე დარწმუნებული ვარ ჩემს თავში, შიგნითაც რომ ვიყო, არ დავუჭერ მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„თავიდანვე ვთქვით, რომ ამ პროცესში არ მივიღებთ მონაწილეობას. ფორმალურად ეს როგორ გამოისახება - არ შევალთ დარბაზში, თუ შევალთ და რეგისტრაციას არ გავივლით, ან გავივლით - ეს არის ტექნიკური საკითხი. ამაზე აუცილებელია კონსულტაციები ოპოზიციასთან. წინასწარ მე ვერ ვისაუბრებ. მე პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, რომ საერთოდ არ შევიდეთ და არ მივიღოთ მონაწილეობა. მე დარწმუნებული ვარ ჩემს თავში, შიგნითაც რომ ვიყო, არ დავუჭერ მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, იმიტომ რომ სამართლებრივთან ერთად ეს არის პოლიტიკური საკითხიც, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი არ იწვევს სამართლებრივ შედეგს, შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური საკითხი და პოლიტიკური მიზანშეწონილობით პარლამენტმა უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება“, - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

Gami ამას რომ ცარიელი ვედრო ადევს მხრებზე, იმას "თავს" ეძახის?
1 წლის უკან