ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია სუსტი კი არა დაშლილია, რაც მეტი იქნება შიდა დაპირისპირება ხაბეიშვილს, ლომჯარიას, სააკაშვილს, უგულავას, მელიას შორის, მით უკეთესი

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია სუსტი კი არა დაშლილია, რაც მეტი იქნება შიდა დაპირისპირება ხაბეიშვილს, ლომჯარიას, სააკაშვილს, უგულავას, მელიას შორის, მით უკეთესი

რაც მეტი იქნება შიდა დაპირისპირება ხაბეიშვილს, ლომჯარიას, სააკაშვილს, უგულავას, მელიას შორის, მით უკეთესი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„კონკურენცია, რომელიც არის ხაბეიშვილს, ლომჯარიასა და სხვებს შორის, არის შიდაპარტიული კონკურენცია. ჩვენ ამაში არ ვერევით. რატომ უნდა ჩავერიოთ?! რაც მეტი იქნება შიდა დაპირისპირებები ხაბეიშვილს, ლომჯარიას, სააკაშვილს, უგულავას, მელიას შორის მით უკეთესი. მათ შიდა საქმეებში ჩვენ არ ჩავერევით. პირიქით, მგონია, რომ ძალიან კარგია შიდა დაპირისპირება და მაქსიმალურად თავისუფლება უნდა მივცეთ მათ ამ კუთხით. ოპოზიცია სუსტი კი არა დაშლილია“,- აღნიშნა კობახიძემ.