წყარო არის სასაცილო, შესაბამისად, ინფორმაციაც სასაცილოა, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას - „2 წლის წინ, უკრაინაში ომამდე რამდენიმე თვით ადრე „ქართულმა ოცნებამ“ უარი უთხრა საქართველოში ჩამოსულ აშშ-ის თავდაცვის მდივანს საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე, რატომ ეთქვათ მას უარი?“
„ამ ინფორმაციის წყარო ვინ არის? როდესაც წყარო არის ვიღაცის სახელი და გვარი, ეს უკვე სასაცილოს ხდის ინფორმაციას. ვიღაცა ლიკას [ინფორმაცია] როგორ შეიძლება სერიოზული იყოს.
ერთადერთი რამაც შეიძლება საქართველოს მისცეს უსაფრთხოების გარანტია არსებულ ვითარებაში, ეს არის ნატოს წევრობა. არავითარი ბაზა არ არის უსაფრთხოების გარანტია“, - განაცხადა კობახიძემ.