ოპოზიციის ნაწილი აგრძელებს საუბარს, რომ ამ ქვეყანაში არაფერი ვარგა, მაგრამ მოგვეცით კანდიდატის სტატუსი. ვის უნდა მოატყუონ, რომ ეს რამე ლობიზმია საერთოდ. ლამაზი თვალების გამო უნდა მოგვცენ სტატუსი?!, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ბორელთან შეხვედრაზე ოპოზიციის მხრიდან არ თქმულა, რასაც გარეთ არ ამბობენ, ასევე ჩვენგან. მე სხვა დროსაც მითქვამს და ვრწმუნდები, რომ ეს არის ის, თუ როგორ ლობირებს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კანდიდატის სტატუსს. მათ ლობიზმში იგულისხმება საუბარი იმაზე, რომ ჩვენთან არის პოლიტიკური მართლმსაჯულება, მაშინ, როდესაც გუშინ, სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას დაკავების საქმეზე თქვა, რომ არანაირი პრეტენზია არ არსებობს. გახსოვთ რა აჟიოტაჟი იყო ამ საკითხზე, მათ შორის ზოგი დიპლომატი, უცხოელი პოლიტიკოსი თავს ესხმოდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას. ამავე დროს, ოპოზიციის ნაწილი აგრძელებს საუბარს, რომ არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება და ოლიგარქია. მაგრამ, ბოლოს სტანდარტული ტექსტით ასრულებენ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, სასამართლო, პოლიცია და ამ ქვეყანაში არაფერი ვარგა, მოგვეცით კანდიდატის სტატუსი. ვის უნდა მოატყუონ, რომ ეს რაიმე ლობიზმია საერთოდ, როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ ეს არის უვარგისი ქვეყანა, მაგრამ ლამაზი თვალების გამო უნდა მოგვცენ სტატუსი?!“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.