შალვა პაპუაშვილი: არ მახსენდება მდგომარეობა, როდესაც რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას და თან ამას ასე აშკარად თავადვე ამბობდა

შალვა პაპუაშვილი: არ მახსენდება მდგომარეობა, როდესაც რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას და თან ამას ასე აშკარად თავადვე ამბობდა

არ მახსენდება მდგომარეობა, როდესაც რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას და თან ამას ასე აშკარად თავადვე ამბობდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანი არ სცემს პატივს ქვეყნის ძირითად კანონს და ადამიანი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, რომელმაც ეს წესი შეიმუშავა.

„როდესაც პრეზიდენტი, რომლის ფიცის იწყება სწორედ იმით, რომ უნდა იყოს კონსტიტუციის ერთგული, ასე აშკარად და ასე უხეშად არღვევს კონსტიტუციას. ჩვენ წარსულში პრეზიდენტებთან დაკავშირებით სხვადასხვა გამოცდილება გვქონდა. მათ შორის, დღეს ერთი ყოფილი პრეზიდენტი სასჯელს იხდის, იმიტომ რომ მან სისხლის სამართლის დანაშაულები ჩაიდინა, მაგრამ მე არ მახსენდება მდგომარეობა, როდესაც რომელიმე ყოფილი პრეზიდენტი არღვევდა კონსტიტუციას და თან ამას ასე აშკარად თავადვე ამბობდა. კონსტიტუციის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანი არ სცემს პატივს ქვეყნის ძირითად კანონს და ადამიანი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, რომელმაც ეს წესი შეიმუშავა. ამიტომ ქართველი ხალხის ასეთი აშკარა უპატივცემულობა და იმის თქმა, რომ არაფრად არ მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს, თუ რა წესი დაადგინა ქართველმა ხალხმა, ის მოქმედებს საკუთარი წესებით, ეს არის არაევროპული ამ ყველაფერში. თუკი რამე არის შორს ევროპისგან, ეს არის ის საქციელი, რასაც ჩვენ სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტისგან ვხედავთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.