პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე საუბარი ჰქონდა პოლარიზაციის პრობლემაზეც. მისი განცხადებით, ბორელმა პოლარიზაციას თანამედროვე პოლიტიკის ნაწილი უწოდა.
„ბორელმაც აღნიშნა, რომ პოლარიზაცია არის თანამედროვე პოლიტიკის ნაწილი და მთავარია, რომ ეს პოლარიზაცია, რაც გარკვეულწილად პოლიტიკური კონკურენციის ფორმაა, იყოს ცივილიზებულ ჩარჩოებში. მისი თქმით, ეს გულისხმობს ორ რამეს: უმრავლესობა არის ინკლუზიური და აძლევს სხვებს შესაძლებლობას, ჩაერთონ გადაწყვეტილების შემუშავების პროცესში; ოპოზიცია კი არის კონსტრუქციული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.