საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის ექსპერტები იმყოფებიან. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ექსპერტების დონეზე კონკრეტული სამსახურების საქმიანობასთან გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, ორმხრივი, პირდაპირი კონტაქტების დამყარება და განვითარება. შეხვედრაზე ისეთი თემები განიხილება, როგორიცაა შიდა უსაფრთხოების მიმოხილვა საქართველოში, დანაშაულებრივი ტენდენციები და პრევენციული ზომები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების სტრუქტურა, მათი საზოგადოებასთან კომუნიკაცია;
სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და მოხსენებების მომზადება შიდა უსაფრთხოების მდგომარეობაზე; კრიზისის მართვა სამართალდამცავი ორგანოების ფარგლებში; პერსონალური მონაცემების დაცვა; კიბერდანაშაული და კრიტიკული ინსფრასტრუქტურა.
ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი დასრულდება 26 სექტემბერს.