სწორედ ამერიკის დამსახურებაა, რომ უკრაინა საშინელ ომშია ჩაბმული და წიგნში მე მაქვს გამოყენებული 7 ათასი წყარო, დაახლოებით ერთი მეოთხედი წიგნისა არის წყაროები. შესაბამისად, მოგახსენებთ როკის გვირაბთან დაკავშირებით ჩემი წყაროს თაობაზეც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ამერიკელმა მწერალმა, ჟურნალისტმა, მკვლევარმა სკოტ ჰორტონმა აშშ-დან ჩართვისას.
კითხვაზე, ვინ არის მისი წყარო, სკოტ ჰორტონმა განაცხადა, რომ როკის გვირაბზე იერიშის შესახებ ინფორმაცია მან უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის, სტივენ პაიფერის მიერ გაკეთებული განცხადებიდან შეიტყო.
„რაც შეეხება როკის გვირაბზე იერიშის შესახებ ინფორმაციას, გეტყვით ჩემს წყაროს, ჩემს წიგნში, სახელწოდებით „პროვოცირებული: როგორ დაიწყო ვაშინგტონმა რუსეთთან ახალი ცივი ომი და კატასტროფა უკრაინაში“, თუ დააკვირდებით, მე ვაცხადებ, რომ ეს ვაშინგტონის ბრალია და არა კიევის. ეს სწორედ ამერიკის დამსახურებაა, რომ უკრაინა ამ საშინელ ომშია ჩაბმული და ამ წიგნში მე მაქვს გამოყენებული 7 ათასი წყარო, დაახლოებით ერთი მეოთხედი წიგნისა არის წყაროები, და შესაბამისად, მოგახსენებთ როკის გვირაბთან დაკავშირებით ჩემი წყაროს თაობაზეც.
ვციტირებ: „ბუშმა გადაწყვიტა ეს ნაბიჯი არ გადაედგა“, - უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, სტივენ პაიფერი. მან ეს განცხადება სამხრეთის მეთოდისტურ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, როკის გვირაბზე სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება დიკ ჩეინის გუნდის წევრმა გააკეთა. იმავეს იტყობინება პიტერ ბეიკერი ცნობილ გამოცემა „ფორეინ პოლისიში“. რონ აზმუსი, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ჟურნალისტი კი აცხადებს, რომ სწორედ ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი მოითხოვდა რუსულ კოლონაზე სარაკეტო იერიშს. პირველი წყარო საერთოდ კი, რომელიც აცხადებს, რომ თავად დიკ ჩეინი მოითხოვდა იერიშს, იყო „პოლიტიკოს“ სტატია ბენ სმითის მიერ, სახელწოდებით „ამერიკის შეერთებული შტატები ფიქრობდა საქართველოში სამხედრო ძალის გამოყენებაზე“, გამოქვეყნებული 2010 წლის 3 თებერვალს. სტივ პაიფერის წყარო კი გახლავთ მისი ინტერვიუ ბუშისა და პუტინის მმართველობის პირობებში ამერიკულ-რუსული ურთიერთობების შესახებ, გამოქვეყნებული 2023 წლის 18 იანვარს. პიტერ ბეიკერი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ჟურნალისტია, მაგრამ ასევე აქვეყნებს სტატიებს „ფორენ პოლისიში“. მისი სტატია კი 2013 წლის 6 ნოემბერს გამოქვეყნდა, სახელწოდებით „ჯორჯ ბუშის მიერ მონუსხული“. რონ ასმუსმა კი დაწერა წიგნი, „პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო“. 2010 წელს გამოიცა ეს წიგნი და მისი ციტატა მომყავს 186 და 187-ე გვერდებიდან. არსებობს ამ ავტორთან ინტერვიუ „financial times“-თანაც, ჟურნალისტ გიდეონ როკმანის მიერ, სახელწოდებით - „სურდა თუ არა დიკ ჩეინის რუსეთთან ომი“ გამოქვეყნებულია 2010 წლის 19 თებერვალს“, - განაცხადა სკოტ ჰორტონმა.