უწმინდესი უმძიმეს მდგომარეობაში დამხვდა - ვინ გადაარჩინა სიკვდილს ილია მეორე?!

უწმინდესი უმძიმეს მდგომარეობაში დამხვდა - ვინ გადაარჩინა სიკვდილს ილია მეორე?!

ძველი ცივილიზაციების მკვლევარი გიორგი მაზიაშვილი გაზეთ "ქრონიკასთან" ინტერვიუში 2010 წელს პატრიარქის მოწამვლის ფაქტს იხსენებს და აცხადებს, რომ უწმინდესი მისი პრეპარატის მეშვეობით განიკურნა.

"2010 წლის სექტემბრის დასაწყისში, პატრიარქის მეტრაპეზე დედა ელენე დამიკავშირდა - უწმინდესი მოწამლულია, თავს შეუძლოდ გრძნობს და გიხმობსო. იმ დროს, მეუღლესთან ერთად, საირმეში ვისვენებდი. სასწრაფოდ გამოვეშურე დედაქალაქისკენ და პატრიარქს ვეახლე. უწმინდესი უმძიმეს მდგომარეობაში დამხვდა. ციანოიდური მოწამვლის ყველაზე დიდი სიმპტომი უძლურებაა. ილია მეორე უძლურებაში იყო. მისი გადაადგილება არ შეიძლებოდა და არც შეეძლო, ამიტომ, მის განსაკურნად, შხამის საწინააღმდეგო პრეპარატი, ჩემი ბალზამი გამოვიყენე. სანამ პატრიარქს ვეახლებოდი, ეზოში, სამხრეთის კარიბჭესთან ლოცვა დავიწყე. საპატრიარქოს შესასვლელში ორი უზარმაზარი კრისტალია, მათ შორის ვიდექი, უცებ, ზეციდან ნათელი სხივი გამოჩნდა და მარცხენა კრისტალში ჩაეშვა. მოვუხმე იქვე მდგომ დედა ელენეს და დავაკვირდით სხივის შესვლის წერტილს კრისტალში. თვალებს არ ვუჯერებდით, პატრიარქი, კვერთხით ხელში ჰოლოგრამულად გამოიხატა კრისტალში. ის ტახტრევანზე იჯდა და თავზე ირემი დაჰყურებდა. ეს იყო ნიშანი - პატრიარქი გადარჩებოდა!

მას მერე სამი დღე ვადექი თავზე, მისი მდგომარეობა თვალსა და ხელს შუა გაუმჯობესდა და მეოთხე დღეს, თავისი ფეხით წაბრძანდა სნოში სალოცავად.

სამწუხაროდ, არ ვიცი ვინ და რატომ მოწამლა პატრიარქი. ჩვენ გამუდმებული დაცვისა და ზედამხედველობის ქვეშ ვიმყოფებოდით და არაერთი სამსახურიდან, მინდა გითხრათ. ამას მერეც მივხვდი, როცა ერთი თვის გასვლის თავზე, ამ ფაქტიდან, პირდაპირ სახლში მომაკითხეს და მომთხოვეს იმ შხამსაწინააღმდეგო პრეპარატის რეცეპტის გაყიდვა, რომლითაც პატრიარქს ვუმკურნალე და გადავარჩინე. 150 00 ამერიკული დოლარი შემომთავაზეს. სხვათა შორის, ამავე პრეპარატით ვუმკურნალე და სიკვდილს გადავარჩინე ბერი იოანე, პეტერბურგელი. ჩემს მიერ შექმნილ სამკურნალო მეთოდს ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. ეს არის ეთერული შუამავლით მერიდიანული მკურნალობა, რომელიც მოიცავს 7 ენდოკრინულ ჯირკვალს მთლიანობაში. ეზოტერულ ლიტერატურაში მათ ჩაკრები ჰქვიათ",- აცხადებს გიორგი მაზიაშვილი.