"სიტუაცია მართლაც დაძაბულია და როგორც ჩანს, კიდევ უფრო გამწვავდება, რადგან დაღუპულთა ოჯახის წევრებმა დღემდე ექსპერტიზის პასუხიც კი ვერ გაიგეს. აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ჯერჯერობით დასჯილი არავინაა. არადა, დაზარელებულებიდან არც ერთის ოჯახის წევრს არ მიუმართავს განცხადებით გამოძიებისთვის და დახმარება არ უთხოვია, რადგან ამას არ ითვალისწინებს ჩვენი ადათი, სამართალს ჩვენ თვითონ აღვასრულებთ ხოლმე. მაგრამ ლაფანყურის სპეცოპერაცია ძალიან გახმაურდა, საქმეში სახელმწიფო, სამართალდამცავი ორგანოები ჩაერთო და დაღუპულთა ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ, საქმის გამოძიება ჯერ სახელმწიფოსთვის მიენდოთ", - აცხადებს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის წევრი მათე ციხესაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მათე ციხესაშვილი - "ბაჩანას ჩვენ გავასამართლებთ"! / "ბატონო პრემიერო, სადაა თქვენი დაპირება?"
"თანაც ახალი ხელისუფლებისგან დამნაშავეთა დასჯის დაპირება იმდენად მტკიცე იყო, რომ გარდაცვლილთა მშობლებმა სამართალდამცავებს მათი შვილების ცხედრების ექსჰუმაციის უფლებაც კი მისცეს, რაც ჩვენი ადათისთვის სრულიად წარმოუდგენელია. ვაინახებმა დაუჯერეს ივანიშვილს, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამდე მოსახლეობასთან შეხვედრისას არაერთხელ განაცხადა, რომ თუ ის და მისი პარტია მოვიდნონ ხელისუფლებაში, პირველ რიგში, სწორედ ლაფანყურის სპეცოპერაციას გამოიძიებდა. ბატონო პრემიერო, სადაა თქვენი დაპირება? დაზარალებულებმა ამ კითხვაზე პასუხი დღემდე ვერ მიიღეს და შესაბამისად, ლოდინისა და მოთმინების დროც ამოიწურა. ვინ გასამართლებულა დღემდე საქართველოში? ეროვნული მთავრობა დაამხეს სამხედრო გადატრიალებით და გასამართლების მაგიერ, შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციაში გამოჭიმეს, სამხედრო ხუნტის ლიდერები რუსთაველზე დასეირნობენ, მხედრიონელები კი სახელმწიფოს მაღალ სტრუქტურებში მოკალათდნენ. ასე რომ, საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი და არც ის გაგვიკვირდება, ლაფანყურის სპეცოპერაციას თუ არ გამოიძიებენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მათე ციხესაშვილი.
"გამოუშვებენ თუ არა ბაჩო ახალაიას, ეს გამოძიების საქმეა. ასეთი გარეწრის მიმართაც თუ არ არსებობს მტკიცებულებები, ეს უკვე სახელმწიფოს სირცხვილია, თორემ ჩეჩნები გასაკეთებელს მაინც გააკეთებენ, სამართალს მაინც აღასრულებენ. კი ბატონო, გამოუშვან და ბაჩანას ჩვენ გავასამართლებთ. სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლებამ საქმე აქამდე მიიყვანა. როგორც ჩანს, ამას თავადაც ხვდებიან, რადგან პანკისის ხეობის სათავეში სპეცრაზმი ჩააყენეს. არ ვიცით, რა მიზნით. თუ ქისტების დაშინებას აპირებენ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვერაფერს გახდებიან. აჯობებს საქმე გამოიძიონ, თორემ შურისძიების დაწყებას ვერანაირი სპეცრაზმი ვერ შეაჩერებს. ანგარიშსწორება დაუნდობელი იქნება, უხუცესები იმაზე ფიქრს არ დაიწყებენ, კანონის მიხედვით ვიმოქმედოთო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"დროის ლიმიტი ამოწურულია, ხალხი დაიღალა ხელისუფლების ტყუილი დაპირებებით. ახლა დამნაშავეებს დაღუპულთა ოჯახის წევრები მიხედავენ ისე, როგორც საჭიროა. აქ შეიძლება ვინმეს კითხვა დაებადოს, თუ ასეთი მნიშვნელოვანია ჩვენთვის სამართალი, რატომ იწელება შურისძიება? ამას ერთადერთი მიზეზი აქვს, მთავარი დამნაშავეები, სპეცოპერაციის ლიდერები გაქცეულები არიან და კურდღლებივით იმალებიან. მაგრამ დაზარალებულები უკვე ეძებენ მათ და სადაც კი წაასწრებენ, გარწმუნებთ, მათი საქმე დამთავრებულია. ამ ყველაფრის ფონზე ქართული გამოძიების და ხელისუფლების უმოქმედობა გვაფიქრებინებს, რომ ისინი სიტუაციის სიმძიმეს და საშიშროებას რეალურად ვერ აფასებენ", - აცხადებს მათე ციხესაშვილი და შეკითხვას - "არსებობს იმის საშიშროება, რომ ეს სიტუაცია ორ ხალხს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდოს?" - პასუხობს:
"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი დაპირისპირება ვაინახებსა და ქართველებს შორის არ მოხდება. ამას ჩვენ, კანონიერი ხელისუფლება, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება, არ დავუშვებთ. კონკრეტული დამნაშავის დასჯა ხალხებს შორის დაპირისპირებას არ ნიშნავს. უფრო მეტიც, იმ დამნაშავეთა დასჯა, რომელთა დასჯასაც ჩვენ მოვითხოვთ, ქართველმა ხალხმაც უნდა მოითხოვოს, ეს მის ინტერესშიცაა. სააკაშვილი, ახალაია და კიდევ არაერთი ყოფილი ჩინოვნიკი დასასჯელია არა მარტო ლაფანყურის სპეცოპერაციის გამო, არამედ იმ არაერთი სასტიკი დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილი აქვთ მთელი საქართველოს წინაშე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - თუ ქართულ მართლმსაჯულებას ამ გარეწრების წინააღმდეგ მტკიცებულებები არა აქვს და მათ დასჯას ვერ ახერხებს, ეს მისი სირცხვილია. ეს უკვე აღარ არის ჩეჩენი ხალხის პრობლემა, რადგან სამართალს სახელმწიფო სტრუქტურების გარეშეც აღვასრულებთ"
მათე ციხესაშვილი - "ბაჩანას ჩვენ გავასამართლებთ! ბატონო პრემიერო, სადაა თქვენი დაპირება?"