მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა ცნობილია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების განაცხადი იაპონიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია. ეროვნული გუნდის ღირსებას დაიცავენ: თორნიკე შენგელია, გიორგი ცინცაძე, გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ბერიშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ლუკა ლიკლიკაძე, გიორგი ტურძილაძე, თად მაკფადენი.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩს ,,ოკინავა არენაზე'', ვენესუელის, კაბო-ვერდესა და სლოვენიის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ გამართავს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი კალათბურთელები მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებენ.