ლონდონის „ჩელსიმ" ნახევარმცველ რომეო ლავიას ტრანსფერის თაობაზე „საუთჰემპტონთან" შეთანხმებას მიაღწია - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი საშა ტავოლიერი.
წყაროს ცნობით, 19 წლის ბელგიელი ახალ გუნდთან შვიდწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობით. ლავია „ჩელსიში“ უფრო მეტს მიიღებს, ვიდრე „ლივერპულში“ გადაუხდიდნენ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორივე კლუბი მზად იყო ფეხბურთელში დაახლოებით 60 მილიონი ევრო გადაეხადა.
ლავიამ გასულ სეზონში „საუთჰემპტონის“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, ერთი ბურთი გაიტანა და ერთიც საგოლე გადაცემა შეასრულაა. ფეხბურთელის კონტრაქტი „წმინდანებთან“ 2027 წლის ივნისის ბოლომდეა ძალაში.