"ტოტენჰემმა" მიუნხენში მიმავალი კეინი აეროპორტში გააჩერა

ჰარი კეინის „ბაიერნში“ გადასვლას წინ თითქოს არაფერი უდგას, კლუბები შეთანხმებული არიან, ფეხბურთელიც თანახმაა, მაგრამ ბოლო მომენტში ინგლისელებმა ჰარი აეროპორტში შეაჩერეს, როდესაც მიუნხენში სამედიცინო შემოწმებისთვის მიფრინავდა.

როგორც ირკვევა, ლონდონელთა პრეზიდენტმა დანიელ ლევიმ გარკვეული დეტალების დასაზუსტებლად დრო ითხოვა და კეინიც ამიტომ შეაჩერა. თუმცა, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე 30 წლის ინგლისელი ფორვარდი გერმანიაში მაინც გაფრინდება.

კეინს კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება, მიუხედავად ამისა, „ბაიერნი“ 100 მილიონ ევროს გაიღებს, რასაც 20 მილიონი ბონუსად დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი „ტოტენჰემის“ ლეგენდაა, რომლის მაისურით 435 შეხვედრაში 280 გოლი აქვს გატანილი.