მბაპე „ლორიანთან“ მატჩს გამოტოვებს

მბაპე „ლორიანთან“ მატჩს გამოტოვებს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფრანგი თავდამსხმელი, კილიან მბაპე, შაბათს, 12 აგვისტოს, ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩში „ლორიანის“ წინააღმდეგგ არ ითამშებს - არ ვარჯიშობსგვამცნობს ESPN.

პარიზელებთან საკონტრაქტო დავის გამო, შემტევი ძირითად შემადგენლობასთან ერთად არ ვარჯიშობს, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ხელმძღვანელობს.

წყაროს თანახმად, სასჯელის სახით, კლუბს შეუძლია აიძულოს მბაპე გამოტოვოს პსჟ-ის ყველა თამაში აგვისტოში. „ლორიანთან“ შეხვედრის შემდეგ პარიზელები თვის ბოლომდე საფრანგეთის ჩემპიონატში „ტულუზასა“ და „ლანსის“ წინააღმდეგ ითამაშებენ.

პსჟ-ში ზოგიერთი მზადაა მბაპე პირველ გუნდს ჩამოაცილოს მთელი სეზონის განმავლობაში, თუ ის არ გაახანგრძლივებს კლუბთან კონტრაქტს. ფეხბურთელის ამჟამინდელი ხელშეკრულება პარიზელებთან 2024 წლის ივნისამდეა ძალაშინ

მბაპემ მანამდე პსჟ-ს განუცხადა, რომ კონტრაქტის დასრულების შემდეგ გუნდის დატოვებას თავისუფალი აგენტის სტატუსით აპირებდა. ამის გამო, თავდამსხმელი არ წაიყვანეს იაპონიის წინასასეზონო ტურზე და იძულებული გახდა ევარჯიშა კლუბიდან მიმავალ ფეხბურთელებთან, მათ შორის, ლეანდრო პარედესთან, ჟორჟინიო ვეინალდუმთან და იულიან დრაქსლერთან ერთად.