„ნაპოლის“ ფეხბურთელი პიოტრ ჟიელინსკი ახლოსაა საუდის არაბეთში გადასვლასთან. იტალიური მედიის ცნობით, პოლონელსა და „ალ-აჰლის“ შორის შეთანხმება შედგა.
თითქოს, ჟიელინსკი „ნაპოლის“ კონტრაქტის განახლებაზე მოურიგდა, რომელიც 2024 წელს იწურება, მაგრამ ბოლო მომენტში მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ცნობილია, რომ „ალ-აჰლი“ ნეაპოლელებს 23 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო ფეხბურთელი სეზონში 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
29 წლის ნახევარმცველი კლუბიდან წასვლასთან ახლოს რომ არის, ორიოდ დღის წინ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამაც კი დაადასტურა.
პიოტრ ჟიელინსკი „ნაპოლიში“ 2016 წლიდან თამაშობს და 329 მატჩში 47 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „უდინეზესა“ და „ემპოლის“ ღირსებას იცავდა.