"ნაპოლის" ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელის დამატება სურს

„ნაპოლის“ ინტერესის სფეროში ნიდერლანდების ნაკრებისა და „ატალანტას“ ნახევარმცველი ტეუნ კუპმაინერსი მოხვდა.

Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, ნეაპოლელები მზად არიან 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ. აღსანიშნავია, რომ იტალიის ჩემპიონში გადასვლაზე თანახმა თვითონ ფეხბურთელიცაა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს.

ტეუნ კუპმაინერსი „ატალანტაში“ 2021 წლიდან თამაშობს და 78 შეხვედრაში 14 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ის „ალკმაარში“ ირჯებოდა, სადაც დაიწყო კარიერა და სახელიც გაითქვა.