იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ დაუკავშირდა და კლუბს ბრაზილიელ შემტევ ვენდელში 25 მილიონი ევრო შესთავაზა, თავად ფეხბურთელთან კი შეხვედრა დაგეგმა - წერს ტვიტერზე ბრაზილიელი ჟურნალისტი რაისა სიმპლისიო.
იტალიურმა კლუბმა საუდური „ალ-ჰილალისგან“ ვიქტორ ოსიმენის თაობაზე მიიღო შეთავაზება და თუ ეს გარიგება განხორციელდა, ნეაპოლიტანელებს თავისუფალი სახსრები გამოუჩნდებათ ვენდელის შესაძენად.
თავად ვენდელს, გავრცელებული ინფორმაციით, „ფლამენგოში“ თამაში სურს. მხარეები ცდილობენ არა მხოლოდ მოთამაშის ღირებულებაზე, არამედ გადახდის პირობებზეც შეთანხმდნენ. რუსულ კლუბთან მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს და დრო მიდის. ბრაზილიაში კი სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიხურება.