მადრიდის „რეალისა“ და პსჟ-ის ლეგენდარულ მცველს, სერხიო რამოსს, კარიერის „სევილიაში“ გაგრძელება სურს - გვამცნობს Cadena Ser.
საუდელთა მსუყე შეთავაზების მიუხედავად, ესპანელს „სევილიაში“ თამაში უნდა. ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ „სევილია“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს.
რამოსი „სევილიის" აღზრდილია. კლუბი მან 2005 წელს დატოვა და მადრიდის „რეალში" გადავიდა.
გასულ სეზონში „სევილიამ“ ესპანურ პრიმერაში 49 ქულით მე-12 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგის გამარჯვებულიც გახდა.
მანამდე პსჟ-მა რამოსის წასვლის შესახებ განაცხადა. ის პარიზულ კლუბში 2021 წლიდან თამაშობდა. ესპანელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 45 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.