შოთა არველაძე სოციალურ ქსელში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლას და ზურიკო დავითაშვილის ფანტასტიკურ გოლს გამოეხმაურა.
„ბოლო შეხება და ბადეში ბურთის შეცურება საოცრება იყო. ის რასაც მესი აკეთებს ყველაზე ხშირად და რის გამოც ასე გვიყვარს ფეხბურთი. ნაკრებს ვულოცავ ამ დიდ წარმატებას. ხალხს დიდი სიხარული აჩუქეთ”, - დაწერა შოთამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში 1 ივლისს, „დინამო არენაზე“ ჩეხეთს, ისრაელს ან გერმანიას შეხვდება. სხვათა შორის, თავდაპირველად, ეს მეოთხედფინალი „მიხეილ მესხზე“ იყო დაგეგმილი, მაგრამ ინტერესიდან გამომდინარე, უეფამ საქართველოს მხარის თხოვნა გაითვალისწინა და მატჩი „დინამო არენაზე“ გაიმართება.