"ბორდომ" დავითაშვილზე შეთავაზება მიიღო, მაგრამ მის გაყიდვას არ აპირებს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერზე „ბორდომ“ შეთავაზებები მიიღო. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

ჟირონდელებს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ ზურიკოს „ბორდოდან“ გამოსყიდვა, მაგრამ ამაში ეჭვი არავის ეპარება და ყველაფერი გადაწყვეტილია. უფრო მეტიც, ფრანგებმა შეთავაზებებიც მიიღეს, თუმცა, რომელი კლუბებიდან, უცნობია.

როგორც ფრანგი ჟურნალისტები წერენ, „ბორდო“ არ აპირებს ქართველ ფეხბურთელთან შელევას და გამონაკლისი მხოლოდ განსაკუთრებული ფინანსური შეთავაზება იქნება.

შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილმა გასულ სეზონში ლიგა 2-ში 29 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ქართველმა შემტევმა ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მოაგებინა კვიპროსთან, ხოლო გუშინ 21-წლამდელთა ნაკრებში ნიდერლანდებს ზღაპრული გოლი გაუტანა.