საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ „ანორთოსისი“ დატოვა. ამის შესახებ 37 წლის ფეხბურთელმა განცხადება სოციალურ ქსელში განათავსა. ჯერჯერობით, უცნობია, სად გააგრძელებს ის კარიერას, მაგრამ თავისუფალი აგენტი გახდა.
„პირველივე დღიდან თავს სახლში ვგრძნობდი, ეს ჩემი სახლია, მაგრამ ჩვენი გზების დაშორების დრო დადგა. მე ვრჩები გუნდის, ჩემი სახლის და ამ დიდი ოჯახის წევრად. აქ მინდოდა კარიერის დასრულება, კლუბმა მთელი გული და სული მომცა ამ 4 წელიწადში. დიდი მადლობა, ვინც თბილი სურვილები მომწერა“, - დაწერა გიორგიმ სოციალურ ქსელში.
გიორგი ლორია „ანორთოსისში“ 2019 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში 127 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ქართველ მეკარეს კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისში“, ოფი-ში, „კრილია სოვეტოვსა“ და „მაგდებურგში“ აქვს ნათამაშები. საქართველოს ნაკრებში გიორგის აქტივში 77 მატჩია.