„რეალის" ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა, მადრიდულ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელების მიზეზი ახსნა.
„სახლი, ტკბილი სახლი", - დაწერა მოდრიჩმა სოციალურ ქსელში.
მოდრიჩს საუდის არაბეთის რამდენიმე კლუბი იწვევდა და ასტრონომიულ ხელფასს სთავაზობდა, მაგრან ხირვატმა მადრიდში კიდევ ერთი წლით დარჩენა გადაწყვიტა.
მოდრიჩი „რეალში“ 11 წელია თამაშობს. 2022/2023 წლების სეზონში „სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში მან ყველა ტურნირზე 52 მატჩი ჩაატარა, ექვსი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის წინა კონტრაქტი მადრიდულ კლუბთან წლევანდელი ივნისის ბოლომდე მოქმედებდა.
„რეალის“ მაისურით ხორვატმა ფეხბურთელმა ჯამში 23 ტიტული მოიგო.