ჯეკო უარს ამბობს რუსეთში გასამართ ტურნირზე მონაწილეობაზე

ჯეკო უარს ამბობს რუსეთში გასამართ ტურნირზე მონაწილეობაზე

თურქული „ფენერბაჰჩე" სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებამ რუსეთში გასამართ ტურნირზე ჩასვლის შესახებ, რამდენიმე ფეხბურთელის აღშფოთება გამოიწვია. ლეგიონერები, მათ შორის, ახალწვეული ბოსნიელი ედინ ჯეკო, უარს ამბობენ პეტერბურგში წასვლაზე, მსოფლიოში და რუსეთში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო - გვამცნობს Fotosor.

საინტერესოა, რომ დაახლოებით ერთი წლის წინათ, ბოსნია-ჰერცეგოვინის ფეხბურთის ფედერაციამ რუსეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის გამართვის ვარიანტი განიხილა. ჯეკო მაშინაც შეეწინააღმდეგა ამ იდეას და უარი თქვა პოტენციურ მატჩში მონაწილეობაზე.

1 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით, სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი PARI Premier Cup გაიმართება. წლეულს ტურნირის მონაწილეები: „ფენერბაჰჩე“ (სტამბოლი, თურქეთი), „ნეფჩი“ (ბაქო, აზერბაიჯანი), „ცრვენა ზვეზდა“ (ბელგრადი, სერბეთი) და „ზენიტი“ (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი) იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ „ნეფთჩიში“ და „ცრვენა ზვესდაში“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, სოლომონ კვირკველია და ირაკლი აზაროვი თამაშობენ.