„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი ინგლისური გუნდების, „ლივერპულის“, „ჩელსის“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესის სფეროშია.
ამის შესახებ ინფორმაციას The Mirror-ი ავრცელებს. იტალიური მედია კი წერს, რომ „ლივერპულის“ ხელმძღვანელებს ოსიმენის აგენტთან სულაც კონტაქტი უკვე ჰქონდათ.
ცნობილია, რომ აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის სანაცვლოდ დაახლოებით 180 მილიონ ევროს ითხოვს და ამაზე ნაკლებ ფასში მის გაყიდვას არ აპირებს. „ნაპოლის“ პრეზიდენტი ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებასაც კი ცდილობს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები ინგლისური გრანდების ინტერესის შესახებ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 31 გოლი გაიტანა, სერია A-ში კი 26 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.