"მარსელი" მარსელინომ ჩაიბარა

„მარსელის“ მთავარ მწვრთნელად მარსელინო გარსია ტორალი დაინიშნა. ინფორმაცია ფრანგულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ესპანელმა იგორ ტუდორი შეცვალა, რომელმაც კლუბი თავად დატოვა. მარსელინო ბოლოს „ბილბაოში“ მუშაობდა, ხოლო მანამდე „ხიხონის“, „უელვას“, „რასინგის“, „სარაგოსას“, „სევილიას“, „ვილიარეალის“ და „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი იყო.

„მარსელმა“ ლიგა 1-ის გასულ სეზონში მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოსახვედრად პლეი-ოფში იბრძოლებს.