იტალიელმა ჟურნალისტმა აურელიო დე ლაურენტისს შეუტია და ხვიჩა კვარაცხელიასთვის ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ შეთავაზებული ხელფასის გამო „ნაპოლის“ პრეზიდენტი გააკრიტიკა.
როგორც მან თქვა, დე ლაურენტისი ხვიჩას ფრენბურთელის ხელფასს გადაუხდის.
„წავიკითხე, რომ დე ლაურენტისს კვარაცხელიას შესანარჩუნებლად მზად აქვს „ჩემპიონის“ ხელფასი - წელიწადში 3 მილიონი ევრო. გასაგებად რომ ვთქვათ, ეს 25%-ით ნაკლებია, ვიდრე ორიგის, მატიჩის და ლოზანოს ხელფასები. თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ რომელი სახეობის ჩემპიონის ხელფასია 3 მილიონი, ალბათ ფრენბურთის“, - თქვა ირონიულად პალმერიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, ახალი კონტრაქტის გაფორმება კი 2028 წლამდეა მოსალოდნელი.