ენრიკე ნეიმარისგან პატიოსანი ცხოვრების წესს ითხოვს

ენრიკე ნეიმარისგან პატიოსანი ცხოვრების წესს ითხოვს

ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე, რომელმაც შესაძლოა მალე პსჟ-ს უხელმძღვანელოს, თავდამსხმელ ნეიმარს ტელეფონით ესაუბრა - გვამცნობს ტვიტერზე PSG Community.

წყაროს ინფორმაციით, ენრიკე ნეიმარისგან პატიოსანი ცხოვრების წესს მოითხოვს, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ესპანელმა სპეციალისტმა ბრაზილიელს ასევე უთხრა, რომ მისი პსჟ-ში შენარჩუნება სურს, მაგრამ თუ თავდამსხმელს კლუბის დატოვება მოუნდება, წინააღმდეგი არ იქნება.

ენრიკე ასევე სტატუსის მიუხედავად, რომელიმე ფეხბურთელის შენარჩუნებას არ გეგმავს, თუ მას სურს კლუბის დატოვება სურს.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარმა შეყვარებულისგან ღალატის ნებართვა მიიღო...

თავად ბრაზილიელმა საყვარელს საჯაროდ მოუხადა ბოდიში.