ედინ ჯეკო

ედინ ჯეკო "ფენერბაჰჩეს" ფეხბურთელია

ედინ ჯეკო „ფენერბაჰჩეს“ ფეხბურთელია. ბოსნიელი უკვე სტამბოლშია, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა თურქული კლუბის ვებგვერდმაც. ჯეკო „ფენერს“ 2 წლით შეუერთდა და სეზონში 4 მილიონ ევროს მიიღებს. თურქებს ის უფასოდ დაიმატეს, რადგან „ინტერთან“ კონტრაქტი ამოეწურა.

აქვე გეტყვით, რომ ედინ ჯეკო „ინტერში“ 2021 წლიდან თამაშობდა და 101 მატჩში 31 გოლი გაიტანა. მანამდე ის „რომას“, „მანჩესტერ სიტის“, „ვოლფსბურგის“, „ტეპლიცეს“ და „ჟელეზნიჩარის“ წევრი იყო.