"დინამო თბილისის" პოტენციური მეტოქე მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც „დინამო თბილისის“ შესაძლო მეტოქე გაირკვა.

მოგეხსენებათ, საქართველოს ჩემპიონი პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის ჩემპიონ „ასტანას“ დაუპირისპირდება, ხოლო ამ ბარიერს თუ გადალახავს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატიის ჩემპიონ ზაგრების „დინამოს“ შეხვდება.

„დინამოს“ თუ ხორვატებთან თამაში მოუწევს, პირველი მატჩი ზაგრებში შედგება, ხოლო საპასუხო - თბილისში. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 25-26 ივლისს და 1-2 აგვისტოს ჩატარდება.

მანამდე „დინამო თბილისი“ „ასტანას“ სტუმრად 11 ან 12 ივლისს, ხოლო შინ 18 ან 19 ივლისს დაუპირისპირდება.