ლუის სუარესი მუხლის პრობლემის გამო კარიერას ასრულებს

ლუის სუარესი მუხლის პრობლემის გამო კარიერას ასრულებს

ლუის სუარესი კარიერის დასრულებას აპირებს. ბრაზილიური მედია წერს, რომ ურუგვაელ ფეხბურთელს მუხლის ტრავმა აწუხებს, რის გამოც ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება პრაქტიკულად მიიღო.

როგორც ირკვევა, სუარესმა „გრემიოს“ ხელმძღვანელობას უკვე აცნობა, რომ კარიერის დასრულება სურს. ურუგვაელი უახლოეს დღეებში ექიმებთან კონსულტაციას კიდევ ერთხელ გაივლის და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მას „გრემიოსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

36 წლის ლუისი ასაკის მიუხედავად ახლაც კარგ ფორმაშია და მიმდინარე წელს ბრაზილიურ კლუბში ჩატარებულ 26 მატჩში 14 გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ სუარესმა კარიერა „ნასიონალში“ დაიწყო, შემდეგ კი „გრონინგენში“, „აიაქსში“, „ლივერპულში“, „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოში“ ითამაშა. ურუგვაის ნაკრების მაისურით მას 137-ჯერ აქვს ნათამაშები და მეტოქეთა კარში 68 გოლი გაიტანა.