"ახალი ვინც მოვიდა, ბევრი ამ სისტემისთვის გამოუცდელი აღმოჩნდა. სოზარ სუბარი პოლიტიკური ფიგურაა. მისი პირველი მოადგილე ჯაფარიძე ბრწყინვალე ადამიანია. ასევე კარგი პიროვნებაა მეორე მოადგილეც - ეს ორი პიროვნებაა, ვინც საღად აზროვნებს, მაგრამ ორი პიროვნება ვერ გადაწყვეტს საქმეს და ვერ გააკონტროლებს ყველაფერს: ტუღუშამდე, როდესაც ციხის საშინელებები გამომჟღავნდა, სასჯელაღსრულების სისტემა მთლიანად შეცვალა მერაბიშვილის კადრებმა, ციხეებში პატრული შემოიყვანეს. მოვიდა ტუღუში და ისევ პოლიციის თანამშრომლებით შეავსო სასჯელაღსრულების დაწესებულებები - ამ სისტემაში წამოვიდნენ მთლიანად მერაბიშვილს და ადეიშვილის კადრები. ჯერ ერთი პოლიციისა და პროკურატურის მუშაკები სასჯელაღსრულების სისტემაში გათვითცნობიერებულნი არ არიან - პოლიცია-პროკურატურა და სასჯელაღსრულება ისე განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა. როდესაც ორხელისუფლებიანობაა და სისტემა შეცვლილი მთავრობის კადრებითაა გავსებული. იქ საქმე არ გამოსწორდება - ყველა მერაბიშვილისა და ადეიშვილის სათბურში გამოჩეკილი კადრებია", - აცხადებს ადვოკატი ვლადიმერ ტაბაღუა გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვლადიმერ ტაბაღუა: "ციხეებში დიდი არეულობა იგეგმება" / სუბარი თანამდებობებზე მერაბიშვილისა და ადეიშვილის კადრებს ნიშნავს.
"სუბარმა თავის მარჯვენა ხელად დანიშნა მირზა სუბელიანი, რომელიც მუშაობდა ქვემო ქართლის პროკურატურაში - შეიძლება წარმატებულადაც, მაგრამ რასაც ეგ სასჯელაღსრულების სისტემაში სჩადის, ეგ არის ჟანდარმერია. პატიმრებს აწერინებს საჩივრებს და ადამიანებს სამსახურებიდან ყრის, რომ თავისი საახლობლოდან დანიშნოს. რუსთავის მე-16 დაწესებულებიდან 13 თანამშრომელი გააგდეს სამსახურიდან. ამ დროს სუბელიანი და მისი თანამშრომლები წერენ დასკვნებს და სუბარს ხელს აწერინებენ. შემდეგ ამ დასკვნის საფუძველზე ციხის დირექტორს ათავისუფლებინებენ თანამშრომლებს. სოზარ სუბარი საქმის კურსში არაა, რა წერის იმ დასკვნაში და ბრმად ამტკიცებს - იმიტომ, რომ სუბელიანმა მიუტანა. სუბელიანი ნაციონალების კადრი არ არის, მინისტრის ახლობელია და დანიშნა. უბედურება ისაა, რომ ნაციონალები ერთი უწყებიდან მეორეში გადაადგილდნენ და გარკვეული ბერკეტები გაუჩნდათ და ინფორმაციას ფლობენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ნაციონალები არეული არიან "ოცნების კადრებთან", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვლადიმერ ტაბაღუა.
"დირექტორები და მათი მოადგილეები - ყველა პოლიციისა და პროკურატურის კადრებია. სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მთლიანად პროკურატურის ანუ ადეიშვილის კადრებითაა დაკომპლექტებული. არ ვიცი ღურწკაია სამოქალაქო სექტორიდან მოვიდა თუ იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა - მასზე ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს ინფორმაციას აწვდის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მაგრამ დანარჩენი სისტემა სავსეა ამგვარი ხალხით. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ყველა წამყვან პოზიციაზე დანიშნულია ყოფილი პროკურატურის თანამშრომელი. მათ არ იციან სასჯელაღსრულების პროცესის ორგანიზება - ამ პროცესის მართვაა მთავარი - ამ პროცესში სხვადასხვა ცოდნაა ჩართული, მხოლოდ იურისტობა არ კმარა, აქ არის სარეჟიმო სამუშაო, ოპერატიული სამუშაო, სოციალური საკითხებია - შრომითი დასაქმება, ფსიქოლოგია საჭირო. ადამიანს გვერდიდან რომ მიიყვან, ის სათანადოდო ვერ იმუშავებს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ასეთი მიდგომებით სასჯელაღსრულების სისტემაში წესრიგი არ დამყარდება. რაც შეეხება საკადრო ბაზასა და საკადრო პოლიტიკას, არც სააკაშვილსა და არც არავის არ მოაფიქრდა სასჯელაღსრულების სისტემისთვის კადრების მომზადების პრობლემის გადაწყვეტა. ამისთვის ცენტრი კი არ უნდა შეექმნათ, არამედ უნდა დაეარსებინათ სკოლა, რომელიც მოამზადებდა ოფიცერთა და რიგით შემადგენლობას და ასევე უმაღლესი სასწავლებელი, სადაც მომზადდებოდა ამ სფეროს კადრები - ასეთი სასწავლებელი არსებობს მთელ მსოფლიოში, ბალტიისპირეთსა და რუსეთშიც. ადრე ჩვენები იქ სწავლობდნენ 22 წლის მანძილზე. კადრები თუ არ მომზადდა, ამ სისტემაში წესრიგი ვერ დამყარდება - დრეს ადამიანები სასჯელაღსრულების სისტემაში მხოლოდ ხელფასისთვის მიდიან და თუ ადამიანს მიდრეკილება არ გააჩნია, ამ სისტემაში მუშაობა ძალიან ძნელია", - განმარტავს ადვოკატი.
"ნაციონალებს ციხეებში ჰყავდათ ე.წ. მაყურებლები, რომლებიც ძალიან კარგად იყვნენ ჩახუტებულები ციხის უფროსებთან. მათ ახლა აიშვეს. ნაცების დროს პატიმარი იყო დაჩაგრული ციხეში - ახლა თანამშრომლების არიან დაჩაგრულები და დაუცველები. ეს არის არათანმიმდევრული პოლიტიკისა და სასჯელაღსრულების სფეროს მართვის არცოდნის ბრალი. სოზარ სუბარის ბრალი კი არ არის - მაყურებელი იყო, არის და იქნება, სუბარის წარმომადგენელი რომ ამბობს - განვარიდებთ და ცალკე გადავიყვანთ მაყურებლებსო - ერთს წაიყვანს და მეორე და მესამე გამოჩნდება. მათ წინააღმდეგ როგორ უნდა იბრძოლონ და რა ღონისძიებები ჩაატარონ იქ ადგილზე - ამის ცოდნა არ ყოფნით. ამიტომ არის სავსე ეს სფერო ნაციონალების კადრებით. ეს იმის ბრალია, რომ სუბარმა და მისმა დანიშნულმა დირექტორებმა ციხეებში არსეული ვითარება სათანადოდ არ შეისწავლეს და დასკვნა არ გააკეთეს", - დასძენს ვლადიმერ ტაბაღუა და შეკითხვას - "პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ კაბიტაცია დასრულდება. იქონიებს ეს გავლენას სასჯელაღსრულების სისტემაზე?" - პასუხობს:
"სასჯელაღსრულების სისტემაში ამას შედეგი არ ექნება, თუ ხელმძღვანელობა არ შეცვლის მიდგომას, არ შეიმუშავებს გრძელვადიანინ პერიოდისთვის გასატარებელ ღონისძიებატა ნუსხას, მათ შორის არ განსაზღვრავს საკადრო პოლიტიკას და არ იზუნებს კადრების მომზადების ბაზის შექმნაზე - არ შექმნის უმაღლეს და ორწლიან სასწავლებლებს. ამ უკანასკნელის შექმნა არსებული ცენტრის ბაზაზე შეუძლიათ"