35 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ, ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ყატარში მოპოვებული მსოფლიო ჩემპიონობიდან ნახევარი წლის გასვლის შემდეგ ამაღელვებელი პოსტი გამოაქვეყნა.
„უკვე ექვსი თვე გავიდა. ამ ექვს თვეში ვერ ვწყვეტდი იმაზე ფიქრს, რაც გამოვიარეთ, რამდენს ვიბრძოდით. ამ მოგონებით ტკბობა დღესაც არ გამქრალა.
მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების სურათებით შეჯამება შეუძლებელია. იმ რაოდენობით დაგროვდებოდა, არცერთ ალბომში არ ჩაეტეოდა. მინდოდა გამეზიარებინა ის მომენტები, რომლებიც ხშირად მომდის თავში. გამუდმებით მახსოვს ისინი. რამდენად რთულად მივაღწიეთ ყველაფერს.
ყველას ვეხუტები და ვულოცავ მამის დღეს.“ - დაწერა ვარსკვლავმა ფეხბურთელმა 18 ივნისს.