უეფამ თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური თილისმა წარადგინა. ის არის დათუნია.
თილისმა პირველად გელზენკირხენის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში უჩვენეს ბავშვებს.
„თილისმა პატივს მიაგებს პოპულარულ ბავშვთა სათამაშოს - ტედი დათვს, რომელიც, როგორც ამბობენ, წარმოიშვა გერმანიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში,“- ნათქვამია უეფა-ს განცხადებაში.
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში უეფას ვებ-გვერდზე ქომაგებს შეეძლებათ ხმა მისცენ ახალი თილისმის სახელს. ოთხივე ვარიანტი შთაგონებულია გერმანული სიტყვით Bär, რაც ნიშნავს „დათვს": Albärt, Bärnardo, Bärnheart და Herzi von Bär.