რუბენ ნევეში საუდეთში მიდის:

რუბენ ნევეში საუდეთში მიდის: "ვულვზი" 55 მილიონს მიიღებს

„ვულვზის“ ნახევარმცველი რუბენ ნევეში საუდის არაბეთში გადადის და კარიერას სავარაუდოდ „ალ-ჰილალში“ გააგრძელებს.

შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია: 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ საუდელები ინგლისურ კლუბს 55 მილიონ ევროს გადაუხდიან, ხოლო თავად რუბენს სეზონში ხელფასის 25 მილიონს.

რუბენ ნევეშით ევროპული გრანდები ინტერესდებიან, მაგრამ როგორც ჩანს, სარფიანმა შეთავაზებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ნევეში „ვულვზში“ 2017 წლიდან თამაშობს და 253 მატჩში 30 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მანამდე „პორტუს“ ღირსებას იცავდა. პორტუგალიის ნაკრებში მას 40-ჯერ აქვს ნათამაშები.