შოტლანდიის ნაკრების კაპიტანმა ენდი რობერტსონმა საქართველოსთან მატჩზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, რთული თამაში იქნება და საქართველოს ნაკრების დამარცხება რთულია. „ლივერპულის“ მცველმა ასევე ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიაზეა და მას განსაკუთრებული მოთამაშე უწოდა.
„ოთხ თამაშში 12 ქულა განსაკუთრებული იქნებოდა და ეს მოგვცემდა საშუალებას ახლოს მივიდეთ იმასთან, რისი მიღწევაც გვინდა. თუმცა, საქართველო თუ ჩვენს წინააღმდეგ ქულებს აიღებს, ჩამორჩენა არ იქნება ისეთი დიდი, როგორიც შეიძლება იყოს. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება. გუნდში ყველანი ორიენტირებული ვართ სამშაბათის მატჩზე.
ეს დიდი მატჩია და „ჰემპდენ პარკის“ სრული მხარდაჭერა დაგვჭირდება. არ არსებობს მიზეზი, რომ მათ არ იმღერონ, ისინი გვჭირდება, რომ გავიმარჯვოთ. უფრო ადვილია, როდესაც 50 000 გულშემატკივარი გამხნევებს, ისინი გვჭირდება, რადგან 12 ქულის მოპოვება ჩვენთვის დიდი შედეგი იქნება.
დიახ, კვარაცხელიამ ჩვენს წინააღმდეგ (ლივერპულთან - რედ) ორჯერ ითამაშა. ის განსაკუთრებული მოთამაშეა. ცხადია, მათ სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავთ და მათი დამარცხება რთულია. ჩვენი ანალიტიკოსები შეისწავლიან მეტოქეს და ყველაფერს გვეტყვიან. საქართველო გლაზგოში მოსაგებად ჩამოვა და კონტრშეტევაზე ჩვენს დაჭერას ეცდება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, როგორც ფიზიკურად, ისე გონებრივად. მზად ვიქნებით კიდევ ერთი გამარჯვების მოსაპოვებლად და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება კიდევ ერთი კარგი საღამო „ჰემპდენ პარკზე“, - თქვა რობერტსონმა.
შეგახსენებთ, რომ შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.