გენუის „სამპდორია“ გაკოტრებას გადარჩა და შესაბამისად, არსებობას გააგრძელებს. გენუური გუნდი უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ „ლიდსის“ მფლობელმა ანდრეა რადრიცანიმ შეძლო შეთანხმების მიღწევა და კლუბის ახალი მფლობელია.
ამრიგად, „სამპდორია“ მომდევნო სეზონს სერია B-ში გაატარებს და ელიტაში დაბრუნების დიდი ამბიციაც ექნება. იტალიური მედია წერს, რომ გენუური გუნდის მთავარ მწვრთნელად ფაბიო გროსოს დანიშვნა გადაწყვეტილია.
გროსომ „ფროზინონე“ სერია A-ში გადაიყვანა, მაგრამ კლუბი დატოვა და ახლა იგივეს გაკეთებას გენუურ გუნდშიც შეეძლება. გარდა ამისა, ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე „იუვენტუსის“ კიდევ ერთი ყოფილი მცველი, ნიკოლა ლეგროტალიე იმუშავებს, ხოლო ფაბიო პარატიჩი მრჩევლად. პარატიჩი „სამპდორიაში“ დაახლოებით 15 წლის წინაც მუშაობდა, შემდეგ „იუვენტუსში“ გადავიდა, ბოლოს „ტოტენჰემში“ იყო.
ასე რომ, გენუის „სამპდორია“ სიცოცხლეს ახალი ფურცლიდან გააგრძელებს, ამბიციური ხელმძღვანელობით და ეჭვგარეშეა, რომ სერია A-ში დასაბრუნებლად იბრძოლებს.