დე ლაურენტისი ოსიმენს მინიმუმ 150 მილიონად აფასებს და მის აგენტს შეხვდება

დე ლაურენტისი ოსიმენს მინიმუმ 150 მილიონად აფასებს და მის აგენტს შეხვდება

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უახლოეს დღეებში ვიქტორ ოსიმენის აგენტს, რობერტო კალენდას შეხვდება. ამის შესახებ ჯანლუკა დი მარციო იტყობინება.

მისი ინფორმაციით, ნიგერიელით დაინტერესებულ კლუბებს დე ლაურენტისთან ჯერ კონტაქტი არ ჰქონიათ, რადგან „აძურის“ ბოსი მწვრთნელის საკითხზე იყო გადართული. ახლა, როცა ეს ამბავი მოგვარებულია, ოსიმენის კონტრაქტი გახდა აქტუალური, რომელიც 2025 წელს იწურება.

ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა, ნიგერიელი გუნდში, მაგრამ დი მარციოს ცნობით, დე ლაურენტისი მას მინიმუმ 150 მილიონ ევროდ აფასებს და ამაზე ნაკლებად მის გაყიდვას მიმდინარე ზაფხულს არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წლიდან თამაშობს, კარიერაში საუკეთესო სეზონი კი ახლა ჩაატარა, რომელშიც 31 გოლი გაიტანა, მათ შორის 26 სერია A-ში და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.