დიუგარი:

დიუგარი: "მბაპე აუტანელია, ყველამ ვნახეთ, როგორ მოიქცა"

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტოფ დიუგარმა კილიან მბაპე გააკრიტიკა. როგორც მან თქვა, როგორც ფეხბურთელი, ის ეჭვს არ იწვევს, მაგრამ მისი ქცევები მოედანს მიღმა აუტანელია.

„ეს ბიჭი საკმაოდ გამაღიზიანებელია. ის აუტანელია, რადგან ყოველთვის სურს ბოლო სიტყვა მისი იყოს და მხოლოდ თავისი ვერსია ჰგონია სწორი. ამიტომ, უარესად და უარესად მოქმედებს. შეხედეთ, როგორ მოიქცა „რეალთან“ და შემდეგ პსჟ-სთან. „რეალთან“ შეთანხმება ჰქონდა და მერე გადაიფიქრა. მეორე მხრივ, როგორც ფეხბურთელი, საკამათო არაფერია, მან კარგი სეზონი ჩაატარა, შესანიშნავი მოთამაშეა და შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესოც, ამაში ეჭვი არ მეპარება“, - თქვა დიუგარმა.

შეგახსენებთ, რომ კრისტოფ დიუგარი მსოფლიოს (1998) და ევროპის ჩემპიონია (2000).