ჩემპიონთა ლიგის ფინალმა თურქეთს 200 მილიონი მოუტანა

ჩემპიონთა ლიგის ფინალმა თურქეთს 200 მილიონი მოუტანა

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა, მეჰმეთ ბუიუკეშიმ ისაუბრა იმაზე, თუ რა თანხა მოუტანა თურქეთს სტამბოლში გამართულმა ჩემპიონთა ლიგის ფინალმა.

„ფინალზე სტუმრები მთელი მსოფლიოდან გვეწვივნენ და თავისი წვლილი შეიტანეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში 200 მილიონი დოლარის სახით.” - ციტირებს ბუიუკეშის სიტყვებს T24.

შეგახსენებთ, რომ 10 ივნისს, სტამბოლში, ათა თურქის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის - 2022/2023 წლების ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი“ და მილანის „ინტერი“ შეხვდნენ. ინგლისურმა კლუბმა 1:0 მოიგო და ტურნირის გამარჯვებული გახდა.