„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ინგლისის პრემიერლიგის მოგებისთვის კუთვნილი პრემია კლუბის თანამშრომლებს გაუნაწილა.
უცნობია, ზუსტად რამდენ ადამიანს გაუნაწილა პეპმა თავისი ჯილდო, მაგრამ ცნობილა, რომ პრემიერლიგის მოგებისთვის მას თითქმის 900 000 ევრო ერგო პრემიის სახით.
შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერს“ სეზონი ტრებლით დაასრულებინა: მოიგო პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა.