„ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი რუდი გარსიაა. ინფორმაცია მოულოდნელად, მაგრამ ოფიციალურად დადასტურდა.
აურელიო დე ლაურენტისმა სოციალური ქსელის მეშვეობით აუწყა გულშემატკივრებს, რომ ფრანგი ლუჩანო სპალეტის შეცვლის: „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ რუდი გარსია „ნაპოლის“ ახალი მწვრთნელი იქნება. გულწრფელად მივესალმები მას და წარმატებებს ვუსურვებ“.
ეს ცნობა დადასტურდა „ნაპოლის“ ვებგვერდზეც. ჯერჯერობით, უცნობია კონტრაქტის ხანგრძლივობა. რუდი გარსია ბოლოს „ალ-ნასრის“ მწვრთნელი იყო, საიდანაც ორი თვის წინ დაითხოვეს.
მანამდე ფრანგს „სენტ-ეტიენში“, „ლე მანში“, „ლილში“, „მარსელსა“ და „ლიონში“ უმუშავია, ხოლო 2013-2016 წლებში იტალიაში მუშაობის გამოცდილება აქვს, სადაც „რომას“ ავარჯიშებდა. მან „ლილში“ 2011 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის თასი მოიგო, 2018 წელს „მარსელი“ ევროპა ლიგის ფინალში, 2020 წელს კი „ლიონი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა.