„ბარსელონამ“ მომავალი სეზონის ახალი ფორმა წარადგინა

„ბარსელონამ“ მომავალი სეზონის ახალი ფორმა წარადგინა

„ბარსელონამ“ ახალი, 2023/24 წლების სეზონის საშინაო სათამაშო ფორმა წარადგინა.

„ჩვენ ვაერთიანებთ სპორტსმენების, ხელოვანებისა და ბლოგერების ახალ თაობას, რომლებიც შეიკრიბნენ წინსვლისთვის“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

„ბარსელონას“ ახალი მაისური შესრულებულია ტრადიციულ კატალონიური ლურჯ-ბროწეულისფერ ფერებში ფართო ზოლებით.

„ბარსელონამ" გასულ სეზონში ტიტული 38 მატჩიდან 88 ქულით მოიგო. კატალონიელებმა, მთავარი მწვრთნელის, ჩავის ხელმძღვანელობით, 10 ქულით გაუსწრეს უახლოეს მდევარ მადრიდის „რეალს.“

ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონა," „ბაიერნთან", „ინტერთან" და „ვიქტორია პლზენთან" ერთად მოხვდა, მაგრამ ჯგუფიდან ვერ გავიდა. ევროპა ლიგაზე კი კატალონიელები 1/16 ფინალში გავიდნენ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხდნენ.