„ნაპოლის“ და ოსიმენის დილემა

„ნაპოლის“ და ოსიმენის დილემა

ნიგერიელი თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი, სავარაუდოდ „ნაპოლისან“ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს. კლუბთან მის ამჟამინდელ ხელშეკრულებას ვადა 2025 წლის ზაფხულში ეწურება - წერს Il Mattino.

გუშინ, ოსიმენის აგენტმა, რობერტო კალენდამ, კლუბის მფლობელს, აურელიო დე ლაურენტისს სთხოვა, ნიგერიელის მდგომარეობის შეფასება. მას რეალურად ორი შეთავაზება აქვს - ერთი „ჩელსიდან,“ მეორე - „პარი სენ-ჟერმენიდან.“

„ნაპოლი“ ჯერაც ცდილობს ნიგერიელთან მოლაპარაკებას. პრეზიდენტი პირადადაა დაინტერესბული იტალის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის შენარჩუნებით. მით უმეტეს, ის შესანიშნავად შეეწყო ქართველ ხვიჩა კვარაცხელიას.

თუ მოლაპარაკება ვერ მოხერხდა, ნეაპოლელები რამდენიმე ფეხბურთელს აკვირდებიან. ერთ-ერთი მათგანი „სალერნიტანას“ შემტევი ბულაე დიაა, რომელმაც გასულ სეზონში სერია A-ში შთაბეჭდილება მოახდინა.