„მილანი“ „ლაციოდან“ 18 წლის გარემარბის, ლუკა რომეროს შეძენას განიხილავს. კლუბი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს არგენტინელთან - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
რომერო არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების წევრია და რომაულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს. ფეხბურთელზე პრეტენზიას ზოგიერთი ესპანური კლუბიც აცხადებს.
სერია A-ს 2022/2023 სეზონში რომერომ „ლაციოს“ მაისურით ექვსი მატჩი ჩაატარა და ერთი ბურთი გაიტანა. საკლუბო კარიერა მან „მალიორკაში“ 2019/2020 წლების სეზონში დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი რომაულ კლუბში გადავიდა.