"აიაქსს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარ მწვრთნელად მაურის სტეინი დაინიშნა. 49 წლის სპეციალისტმა ჯონ ჰეიტინგა შეცვალა.

სტეინი ბოლოს როტერდამის „სპარტაში“ მუშაობდა, მანამდე კი „დენ ჰააგის“, „ვენლოს“, „ალ ვაჰდას“ და „ბრედას“ თავკაცი იყო. მან ამსტერდამულ გრანდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსმა“ გასული სეზონი წარუმატებლად ჩაატარა, „ფეიენოორდსა“ და პსვ-ს ჩამორჩა, რის შედეგადაც ჩემპიონთა ლიგის საგზურიც ვერ მოიპოვა.