Sky Sport:

Sky Sport: "ნაპოლის" მწვრთნელობის ფავორიტი კრისტოფ გალტიეა

„ნაპოლის“ მომავალი მთავარი მწვრთნელის თემა იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. ბოლო პერიოდში „აძურის“ პოტენციური თავკაცების სია შემცირდა.

როგორც Sky Sport-ის ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, ფავორიტად კრისტოფ გალტიე იქცა, რომელიც „პარი სენ ჟერმენში“ მუშაობს, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ გაათავისუფლებენ. ასე რომ, დიდი შანსია, აურელიო დე ლაურენტისმა არჩევანი ფრანგ სპეციალისტზე გააკეთოს.

მეორე პლანზე გადაიწია პაულუ სოუზას კანდიდატურამ, რადგან დე ლაურენტისს „სალერნიტანასთვის“ 1 მილიონი ევროს კომპენსაცია გადახდა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ლუჩანო სპალეტიმ დატოვა, რომელმაც სამსახურიდან წასვლა თავისი ნებით გადაწყვიტა.