მადრიდის „რეალმა“ ჯუდე ბელინგემის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ინგლისელი ნახევარმცველი მომდევნო სეზონიდან ესპანურ გრანდში ითამაშებს.
ტრანსფერის ღირებულებამ 103 მილიონი ევრო შეადგინა, რაც როგორც „რეალის“, ისე „დორტმუნდის“ ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული გარიგებაა. ინგლისელმა ვარსკვლავმა მადრიდელებთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას "რეალში" 15 ივნისს წარადგენენ.
19 წლის ბელინგემმა კარიერა „ბირმინგემ სიტიში“ დაიწყო, საიდანაც 2020 წელს „დორტმუნდში“ გადავიდა. გერმანულ გუნდში მან სამ სეზონში 132 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნახევარმცველად იქცა.
ჯუდი ინგლისის ნაკრებში 2020 წლიდან თამაშობს და დღემდე 14 შეხვედრაში მეტოქეთა კარში ერთი გოლი გაიტანა.