პსჟ მბაპეს გაყიდვის თაობაზე უკვე დაუკავშირდა მადრიდის „რეალს“

პსჟ მბაპეს გაყიდვის თაობაზე უკვე დაუკავშირდა მადრიდის „რეალს“

„პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალთან“ თავდამსხმელ კილიან მბაპეს ამ ზაფხულს გაყიდვის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს - წერს PSG Community ტვიტერზე.

წყაროს ცნობით, პსჟ-ის ყატარელმა ხელმძღვანელებმა გასულ კვირას უკვე იცოდნენ მბაპეს გადაწყვეტილების შესახებ, კლუბთან კონტრაქტი აღარ გაეგრძელებინა.

პარიზელებს მბაპეს უფასოდ დაკარგვა არ სურთ და ამიტომ უკვე დაუკავშირდნენ „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს. მადრიდული კლუბი მზადაა ფრანგი ვარსკვლავის ტრანსფერზე ფული დახარჯოს. პსჟ კი არ აპირებს მბაპეს 200 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად გაშვებას.

24 წლის მბაპე გასულ სეზონში პსჟ-ის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.