„ნაპოლის“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა!
ქართველი ფეხბურთელი კონკრეტულად უეფამ გამოარჩია, რაც კიდევ უფრო აღსანიშნავი და დასაფასებელი ამბავია. ამრიგად, მას მერე, რაც ხვიჩამ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მიიღო, ახლა ჩემპიონთა ლიგამაც გამოარჩია.
აქვე გეტყვით, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად უეფამ "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი როდრი დაასახელა.
შეგახსენებთ, კვარაცხელიასთვის ეს იყო პირველი სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე, რომელშიც 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.